Saturday, November 9, 2013

სვანეთი კავშირი ძველსა და ახალს შორის



   ჩვენი მიზანია სვანეთი დავუკავშიროთ ერთიან ქართულ იდეას "ღმერთი, სამშობლო,ადამიანი"ეს სამი რამ ისევე განუყოფელია და ერთი, როგორც სამება. არ შეიძლება ადამიანი დაშორდეს ღმერთს და სამშობლოს. სვანეთი განუმეორებელია თავისი თვითმყოფადობით, დიადი წარსულით და განსაკუთრებული სულიერი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანებით, რომლებიც მიუხედავად მკაცრი ცხოვრების პირობებისა ინარჩუნებენ კეთილ ტრადიციებს.
   ამ კუთხეში განსაკუთრებით იკვეთება კავშირი ძველსა და ახალს შორის აქ შეგიძლიათ ეს კავშირი ძალუმად იგრძნოთ: თანამედროვე ცივილიზაციიდან გადაინაცვლოთ იდუმალ კოშკთა სამყაროში...


   სვანეთში კოშკი არის ყველაზე მყარი მატერიალური სიმბოლო სვანური ცხოვრებისა,თვითდამამკვიდრებელი ნიშანი თაობათა ერთგულებისა საკუთარი მიწისადმი და ღმერთთან კავშირის მყარი გამოხატვა.
    კოშკი თავდაცვის და სიძლიერის გამოხატულება იყო ყოფაშიც–ძველად ყველა ოჯახი  ცდილობდა მის აშენებას, მშენებლობაში მთელი სოფელი, თემი თუ ხშირად ხევიც კი მონაწილეობდა.
  გადმოცემით, კოშკების მშენებლობის დროს   კვერცხს და ჭვავის ფქვილს კირ–ქვაში ურევდნენ. ამგვარი ხსნარით შედუღაბებული კოშკები გამძლე და მონუმენტური იყო,კოშკის საძირკველი კვერცხისებურია, რაც განაპირობებს კოშკის გამძლეობას მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური მოვლენების მიმართ. ზოგიერთი მათგანი თამარ მეფის დროსაა აშენებული



   საყურადღებოა კოშკების გვერდით მიდგმული ქვითკირის ძველი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლები. მისი პირველი სართული მაჩუბი 4 მ. სიმაღლეს აღწევს. მკაცრი ხანგრძლივი ზამთრის გამო, მაჩუბებს ვიწრო სარკმელს უკეთებდნენ, ამიტომ აქ მზის სხივი იშვიათად აღწევდა. მაჩუბის მნიშვნელოვანი ნაწილი მოჩუქურთმებული ხის კედლითაა გადატიხრული. ხის ტიხარს უკან საქონლის ორსართულიანი სადგომია მოწყობილი. ქვემოთ მსხვილფეხა საქონელს ათავსებდნენ, ზემოთ კი –წვრილფეხას. 
  სუსხიანი და გრძელი ზამთრის დღეებში სვანის დიდი ოჯახი, რომელიც 30–50 სულისაგან შედგებოდა, მაჩუბის კერას შემოუსხდებოდა. უხუცესი მამაკაცისთვის ჩუქურთმით შემკული ზურგიანი სკამი–საკარცხული იყო განკუთვნილი, დანარჩენი მამაკაცები ზურგით მისაყრდნობ ან ჩვეულებრივ მოგრძო სკამზე ისხდნენ, ხოლო ქალებსა დ ბავშვებს კერასთან ახლოს ცალკე ედგათ უბრალო, პატარა სკამები.გარდა ამისა, მაჩუბებს ამშვენებდა მოჩუქურთმებული ხის სკივრები, კიდობნები, თახჩები,განჯინები, ტახტი და სხვა.გაზაფხულ–ზაფხულში საცხოვრებლად განკუთვნილი იყო სვანური სახლის ზედა სართული ,,მაჟიბ" ან ,,გუბანდ"




მაჩუბის ინტერიერი
მახვშის საკარცხული








სვანური ეკლესიები

  სვანური ეკლესიების ძირითად ქრონოლოგიურ ჩარჩოს X-XIV საუკუნე წარმოადგენს, აქ საკმაოდ დიდი რაოდენობითაა შემორჩენილი ეკლესიები, რომლებიც შესანიშნავად არის შერწყმული გარემომცველ ბუნებასთან. სვანური მცირე ზომის ეკლესიები დარბაზული ტიპის , ერთნავიან ნაგებობას წარმოადგენდნენ.
აგებულია მუქნაცრისფერი შირმის( წყლის ტუფის)ქვათლილებისაგან ეკლესიების ფასადი სრულიად სადა და მარტივია, მხოლოდ თითო–ოროლა კედლის ფასადზე გვხვდება ცხოველთა თავების ბარელიეფები, ზოგიერთი ძეგლის აღმოსავლეთის ფასადი სწორკუთხედიდან წამოწეულია 3 ან 5 წახნაგად.სვანური ეკლესიების უმრავლესობას სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარს შემოსასვლელები.
   
 სვანური ეკლსიები ხასიათდება დახვეწილი და ლაკონური ხუროთმოძღვრული ფორმებით.












   მხოლოდ სვანური ეკლესიისათვის არის დამახასიათებელი ფასადური მხატვრობა.გარეთა კედლების მოხატვის ტრადიცია მეტად იშვიათი მოვლენაა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში იგი მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნების გვიანი ხანის ძეგლებზე გვხვდება. სვანეთში კი უფრო ადრეული ხანის, X-XIIIსს ეკლესიათა ფასადებია მოხატული კერძოდ სვიფის, იფხის,ადიშის,იფრარის, ნაკიფარისა და სხვ. 







   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ ეკლესიათა ინტერიერის კედლის მხატვრობა. მაღალი პროფესიულობითა და დახვეწილი ოსტატობითაა შესრულებული ადიშის(XIს),ლამარიას (უშგულიX-XIIIსს) , ნესგუნის (Xს), იფხის (Xს), იფრარის(1096წ), ლაგურკას(კვირიკე და ივლიტას 1111წ), ნაკიფარის (1130წ), მაცხვარიშის (1140წ) და სხვ. ფრესკები
  ამ ეკლესიებმა შემოგვინახა მხატვრობის შესრულების თარიღი და, რაც მთავარია, თვით მხატვრის სახელი ამ მხრივ აღსანიშნავია ,,მეფის მხატვარი" თევდორე, რომელმაც ზემო სვანეთში სამი ეკლესია მოხატა: იფრარი, ლაგურკა და ნაკიფარი

ლაგურკა (კალა)
მაცხვარიში (ლატალი)

   ცნობილია ლატალის მაცხვარიშის ეკლესიის მომხატველის მიქაელ მაღლაკელის სახელი. მისი მხატვრობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი დემეტრე I მეფედ კურთხევის სცენა,ეს არის ჯგუფური პორტრეტი, რომლის ცენტრში მეფეს ხელები მაღლა აქვს აპყრობილი, ზემოდან ანგელოზი გვირგვინს ადგამს, ხოლო ქრისტე აკურთხებს.აქვეა ორო ერისთავი , რომლებიც მეფეს წელზე ხმალს არტყამენ.ერთი მათგანი სვანეთის ერისთავი ვარდანიძეა,მხატვარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მეფედ კურთხევის ცერემონიალი ფეოდალთა პრივილეგიას შეადგენდა. ეს სცენა წარმოადგენს სვანეთის სიძლიერისა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი ერთგულების უტყუარ საბუთს.


დემეტრე I მეფედ კურთხევა





მეუფე ილარიონის ხელმძღვანელობით დღეს  სვანეთში განსაკუთრებული ძალისხმევით მიმდინარეობს საეკლესიო– სამონასტრო აღმშენებლობა. მესტიამ გვირგვინივით მოიხდინა ჩვენი დროის სასწაული , მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია.


















სვანური სიტყვა დღეს



   სვანეთის ერთ–ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა, სვანური უმწერლობო ენაა,სვანური წარმოადგენს იბერიულ–კავკასიური ოჯახის ენათა ერთ–ერთ გნშტოებას.

   სვანური ზეპირსიტყვიერებით იქმნებოდა თქმულებები, ლეგენდები, ბალადები, ხალხური სიმღერები: თამარ მეფეზე, მირანგულაზე,ლილე,რიჰო, კვირია, ბეთქილზე,  ვიცბილ–მაცბილზე.

   სვანური ფოლკლორი დღესაც აგრძელებს ახალ სიცოცხლეს , დღესაც იწერება სვანურ ენაზე ლექსები , განსაკუთრებული სიფაქიზით ეკიდება სვანური ენის პოეტურ სამყაროს გოგუცა ხერგიანი, რომელიც თავის წარმოსახვაში აცოცხლებს ძველ დროს და შეგვახსენებს მარადიულ კავშირს ჩვენს წინაპრებთან













   სვანური ფოლკლორი მდიდარია სიმღერებით და ფერხულებით, განსაკუთრებული პატივისცემით სვანური ფერხულებისა და სიმღერებისადმი გამოირჩევა კოლორიტი პიროვნება ისლამ(ეფთიმე) ფილფანი, რომელიც მთელი არსებით ცდილობს არ დაიკარგოს ის მახასიათებლები ,რომელიც გააჩნია სვანურ ფოლკლორს. მის ოჯახში კარგად იცნობენ და არ კარგავენ სვანური ხალხური საკრავების დამზადების წესს.




















  ისლამ ფილფანი 1998 წელს მიწვეული იყო საფრანგეთში(პარიზში),2002  წელს პოლონეთში(ვროცლავში), ქართული(სვანური) ფოლკლორული სიმღერების მასწავლებლად.

   ფილფანების საოჯახო ანსამბლთან ერთად 2009  წელს  მიწვეული იყო ფესტივალზე პოლონეთში ქალაქ ვროცლავში.
   ქ. თბილისში მუშაობის დროს იყო საქართველოში ერთერთი საუკეთესო ჯგუფის „მამია ხატელიშვილის შვიდკაცა“-ს წევრი, რომელთან ერთადაც იმოგზაურა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში. 







სვანური ქუდი – ღირსების სიმბოლო




   სვანურ ქუდში ფიგურირებს ჯვარი და წრე, აქვს ფინიკიური თან–ის მოხაზულობა, თანი სიმბოლოა სინათლის, ღვთიური ნათელის, თვალის. ჯვარი წრეში ნიშნავს სრულყოფილებას და სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის კავშირისა– სვანები ჯვარს წარმართულ დროშიც სცემდნენ პატივს და ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგაც.




ეთნოგრაფია


   ამჟამად სვანეთის ძველი კულტურის საგანძურის უმეტესი ნაწილი თავმოყრილია მესტიის განახლებულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ოქრომჭედლობის გარდა აქ წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ძეგლები– ხელნაწერები ტყავზე, ეტრატზე და ქაღალდზე. მათ შორის აღსანიშნავია ადიშის, ტვიბერის, ლაბსყალდის,იენაშის,მესტიის,ლაჰილის და სხვა ხელნაწერი ოთხთავები.აქვეა დიდი ზომის ჯვრები, ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლებში ძველი დროშები, ე.წ. ლაბარუმები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული დროშის ფორმის დასადგენად














   მუზეუმს ამშვენებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ნუმიზმატიკური კოლექციები. აქ არის ოქროსა და ვერცხლის მონეტები, კოლხური დრახმები.აღსანიშნავია მაკედონიის მეფე ფილიპე მეორის მიერ მოჭრილი ოქროს მონეტები და I საუკუნის კოლხური ფული და სხვა.აქ დაცული ვერცხლის სხვადასხვა ჭურჭელი მარტო მხატვრული ღირებულებით როდი გვხიბლავს, იგი თავისი მხრივ ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს.


ირაკლი ფარჯიანი– უდიდესი მხატვარი


... მის შესახებ იავლენსკი წერდა: ,, მე მივხვდი , რომ ხელოვანმა თავისი შემოქმედების, ფორმებისა და ფერების საშუალებით უნდა თქვას, თუ რა არის მასში ღვთაებრივი. ამიტომ არის ხელოვნების ქმნილება ხილული ღმერთი, თავად ხელოვნება კი ღმერთისაკენ მუდმივი სწრაფვა"









სვანეთის მწვერვალები





შხარა
ცხრა თავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან – მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.


უშბა
ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. მდებარეობს იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. სიმაღლე 4700 მ. აგებულია გრანიტებით. უშბის ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: გულის, უშბის. განვითარებულია ალპინიზმი.მასზე პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. .




თეთნულდი
მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ. ენგურის სათავეებში, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა

   სვანეთში ყოველთვის იყვნენ ადამიანები , რომლებიც განსაკუთებულ სიყვარულსა და სტიქიურ გატაცებას გრძნობენ მთების მიმართ. ალპინიზმი გატაცებული პიროვნებები დღემდე სწავლობენ მიხეილ ხერგიანის ,,კლდის ვეფხვის" კლასიკურ მთამსვლელურ სკოლას. ლეგენდარული მთამსვლელი, რომელიც სიცოცხლითა და სიკვდილითაც მთას შეესისხლხორცა და ზვარაკად აღევლინა. მისი სიკვდილი სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო – მთა დარჩა მისი ბედისწერის სიმბოლურ ნიშნად.
მესამე ასვლა, დოლომიტებში ჩივეტას მასივის მწვერვალ სუ-ალტოზე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: 800 მეტრი სიმაღლის კლდიდან დაიწყო ქვის ცვენა. ერთ–ერთმა ქვამ ალპინისტის თოკი გაწყვიტა, მეორე, დამცავი თოკი კი, ხერგიანს არ ჰქონდა,ყველამ იცოდა, რომ იმ სეზონზე, დროის დაზოგვის მიზნით, ხერგიანი ერთი თოკით ახდენდა ასვლას…
   1969 წლის 8 აგვისტოს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბის „ვერტიკალის“ წევრებმა თურქესტანის ქედზე მდებარე 4960 მეტრი სიმაღლის მწვერვალს „მიხეილ ხერგიანის“ სახელი უწოდეს. 





   ალპინიზმი დღესაც აგრძელებს თავის აქტიურ სიცოცხლეს, ამჟმად სვანეთში ამ სფეროში ყველაზე ნათელ პიროვნებად იკვეთება აფი გიგანი, რომელმაც მიხეილ ხერგიანის ნაკვალევზე , სუალტოს საბედისწერო ბილიკებზე წარმატებით დაასრულა სვლა და ამით თითქოს შური იძია ბედისწერაზე, რომელმაც ლეგენდად აქცია მიხეილ ხერგიანი. ეს ფაქტი სიმბოლური მინიშნებაა იმაზე, რომ სწრაფვა მწვერვალებისკენ გრძელდება და კიდევ ახალ სიმაღლეებს დაიპყრობენ მომავალი თაობები





სვანური ტრადიციები 

 კაბშირი ამა და იმ ქვეყანას შორის
,,დალოცვილ იყავით ორთავ სოფელსა შინა "
                                                       ილია მეორე

  ,,ლიფანალი"

   სვანეთში მიცვალებულის კულტი დღემდე იკვეთება. ამაში დადებითი უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი: ამა და იმ სოფელს შორის დამაკავშირებელი დღეები თვითონ უფალმა გვიბოძა და ეს სვანებმა დღემდე არ დაივიწყეს. ამ დღეებში ტრადიციულად ხდება მოხსენიება მიცვალებულთა სულების , როგორც ეკლესიურად ,ასევე ოჯახურ გარემოში. სვანური ოჯახი მთელი თავისი შესაძლებლობით ცდილობს ცოცხლებივით ესაუბროს მიცვალებულებს, პატივს მიაგებს მათ ლოცვით და სამარხვო და არა სამარხვო სანოვაგით ,ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე ოჯახში,  სტუმრის პატივი მიაგოს იმ ქვეყნიდან მობრძანებულებს:









,,ლამპრობა"

   ხშირად კამათობენ იმის შესახებ, თუ რას უნდა დავუკავშიროთ ეს ტრადიცია– ცეცხლის თაყვანისცემას თუ იმის არდავიწყებას , რაც გამოკვეთს ჩვენს კავშირს წინაპრებთან , რომლებიც კარგად გრძნობდნენ , რომ ცეცხლი სტიქიური ძალაც არის , მაგრამ ღმერთმა იგი ადამიანისათვის საკეთილდღეო სულიერ საწყისად აქცია.
   ლამპრობა (სვანურად _ ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. 

ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს "ლამპრობის" ტრადიცია და ყველა 

სხვადასხვანაირად ხსნის მის მნიშვნელობას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული 

თქმულებით, "ლამპრობა" სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა

ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მამაკაცის, რამდენი 

პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.
















ჰუდონჰესი – წინაპართა მიწის სატკივარი


   ჩვენი აზრით, ელექტროენერგიის მოტანილი ,,სიკეთე"ვერ გააწონასწორებს იმ დანაკარგს, რომელიც მოჰყვება ,, ჰუდონჰესის" მშენებლობას ჩვენს ხეობაში.
   ნუთუ, რაციონალური აზროვნებით მეტი სიკეთე მოიმკო ოდესმე კაცობრიობამ, ვიდრე ის უწმინდესი ფასეულობებია, რომელთათვისაც ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს სწირავდნენ.
   ნუთუ, ენერგიით მოტანილი მილიონებია საქართველოსთვის გადამრჩენელი?!
ჩვენი ხეობის უმეტესი ნაწილი უნდა ჩაიძიროს , დაიტბოროს–ეს ხომ წყევლის ტოლფასია, წყალმა წალეკოს სიწმინდეები და წინაპართა საფლავები, ამის ფასს რას მოგვიტანს ელექტრონერგია?!
   სვანეთის ბუნება ულამაზესია, აქ ყველაფერი ჰარმონიულადაა განაწილებული: მთაც, მდინარეც, მინდორიც, მდელოც, ტბაც... მთის მდინარეებმა იდინონ თავის კალაპოტებში , ისინი ხომ მყინვართა შვილებია!
   ჩვენს საუკუნეში ისედაც წყლის სიჭარბეს ელოდებიან, რასაც თავისი სახელი ჰქვია –    წ ა რ ღ ვ ნ ა.
   ჩვენ ვფიქრობთ, რომ სვანეთში რაციონალურ აზროვნებას არ ექვემდებარება ცხოვრება და ცდომილებაში არ უნდა გადავიყვანოთ ამ წმინდა კუთხის რეალობა.








                      არა  –ჰუდონჰესს!






ჩვენს შესახებ

სსიპ დ. მესტიის #3 საჯარო სკოლა

1. ანანო ფილფანი–595–40–96–84
2.ნინო ლევიცკაია– 595–55–21–82
3.ნინო ჯაფარიძე–790–75–92–04
4. რაშიბ ნაკანი – 598–20–84–89